18 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
შესაძლოა ოკუპირებულ ცხინვალში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვად გაიზარდოს - ბიბილოვის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალაქში გადაადგილდებოდა

კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში - ინფიცირებულები არიან სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი, დედა და მისი 6 წლის შვილი. შექმნილი სიტუაციის გამო, დე ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან მიმოსვლა აკრძალა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პანიკას.

მარიონეტული რეჟიმის ლიდერის განცხადებით, 14 წლის კურსანტი ცხინვალში დაბრუნების შემდგომ  გადაადგილდებოდა ქალაქში, რის გამოც, სავარაუდოდ მისი კონტაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"გასული ორი თვის მანძილზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელება არ დაგვეშვა. თუმცა როგორც ხედავთ ეს მაინც მოხდა. პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, გადაადგილდებოდა ქალაქში. არ ვიცით რამდენ ადამიანთან ჰქონდა შეხება. მოგიწოდებთ ყველას, გამოიყენეთ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია მოხდეს ვირუსის დროული პრევენცია," - განაცხადა ბიბილოვმა.

დღის ამბები