რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პირს მკურნალობენ. შუახნის ქალს ახალი ვირუსული ინფექცია სამი დღის წინ დაუდგინდა, ის კლინიკაში განმუხურის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
საავამდყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას რესპირაციული ინფექციის სიმპტომები არ აღენიშნება. მისივე თქმით, კლინიკიდან გუშინ გაგზავნილ 15 ტესტზე პასუხი Covid უარყოფითია.
ამჟამად რუხის ცხელების ცენტრში სულ 6 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება სხვა ლაბორატორიულ კვლევებს, აღებული 92 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.