06 სექტემბერი 2026,   20:38
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული ადამიანი დატოვებს - რეანიმაციაში მხოლოდ 4 პაციენტი რჩება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში პაციენტების ყველაზე მცირე რაოდენობა ჰყავთ, მკურნალობას გადის 75 ადამიანი, მათ შორის კორონავირუსი დადასტურებული აქვს 58-ს.

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება არცერთ პაციენტში, რეანიმაციაში ამ ეტაპზე 4 პაციენტია, თუმცა ერთის თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანა უახლოეს პერიოდში იგეგმება.  რეანიმაციაში მყოფი 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან მაგრამ მათი კლინიკა უარყოფითად არ მიმდინარეობს.

კლინიკაში მყოფი ორსულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კორონავირუსი კლინიკური გამოვლინება არ  აქვთ და უტარდებათ მონიტორინგი და მათთან სამკურნალო ინტერვენცია არ მიმდინარეობს.

როგოც ლევან რატიანმა განაცხადა დღეს კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული ადამიანი დატოვებს. პირველადი უარყოფითი შედეგი მიღებულია დაახლოებით 12 პაციენტთან და24 საათში განმეორებითი ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ლევან რატიანი კლინიკიდან კიდევ 10 პაციენტის გაწერას ელოდება.

კლინიკაში 2 პაციენტი მიიღეს, რატიანის თქმით ისინი საეჭვო შემთხვევებს წარმოადგენენ, თუმცა მაღალი რისკის მქონეებს და მათ ტესტირებას დღეს ჩაუტარებენ.

დღის ამბები