18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა გუდაურში - მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო მსჯელობს

სისხლიანი გარჩევა გუდაურში - 16 თებერვალს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. დღეს გახდება ცნობილი, აღკვეთის ღონისძიების რომელ ფორმას გამოიყენებს მოსამართლე დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირის მიმართ. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

"პროკურატურამ, მცხეთის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. როგორც ცნობილია, აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო იქნება და აქედან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, ხოლო ნაწილი ქმედებას აღიარებს, თუმცა სამართლებრივ შეფასებას არ ეთანხმება. ჩვენ, ამის გათვალისწინებით, გირაოს ოდენობის შემცირებას მოვითხოვთ,"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.

აღსანიშნავია, რომ სამთვიან გამოძიებას 7 ბრალდებული ჰყავს. მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობისთვის არის ბრალდებული. მას ბრალი ორი დღის წინ დაუმძიმდა და მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. კობიაშვილი, პარალელურად, დაზარალებულად არის ცნობილი. მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება

გუდაურში 16 თებერვალს მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულ და მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუზუსტდა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 16 თებერვლის ღამეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, საბოლოო ლოკაცია გუდაური კაზინოსთან იყო, სადაც რამდენიმე გასროლით თაზო გორთამაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები