30 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
COVID –19-ით ინფიცირების შემთხვევები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იმატებს, ხოლო ევროპაში იკლებს

ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა და მილიონ ნახევრამდე გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა. მონაცემები კვლავ მატულობს რეგიონის ქვეყნებში.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი რუსეთში 11 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, მათგან 1 700-ზე მეტი სამხედრო პერსონალია.

3 700-ს აჭარბებს თურქეთში ლეტალობის მაჩვენებელი. ქვეყანაში ვირუსი ბოლო 24 საათში 1 500-ზე მეტ პირს დაუდასტურდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა სომხეთში 45-მდე, აზერბაიჯანში კი 32-მდეა გაზრდილი.

მონაცემები მცირდება ევროპის ქვეყნებში.

მარტის შემდეგ პირველად იტალიაში გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექციით 265 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი 802 ადამიანს დაუდასტურდა.

მონაცემების კლების პარალელურად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ საფრანგეთი და ესპანეთი. აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა დააანონსა ბრიტანეთის პრემიერმაც. ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში ჩასული პირებისთვის კარანტინში ყოფნა სავალდებულო იქნება.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ COVID - 19-ის გავრცელების მაჩვენებელმა იმატა გერმანიაში.

ლიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, კი მოქალაქეების დაუდევრობის გამო ქვეყანაში ისევ კომენდანტის საათი დაწესდება.

კორონავირუსის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 80 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები