საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც აღინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკომისიის სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობა რეფორმების გატარების მიმართულებით.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასა და ქვეყნის მიერ შესრულებულ სამუშაოს. ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ამ წუთებში, ევროპის საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე მსჯელობენ. სხდომაზე პირველად არიან მიწვეულები კანდიდატი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირები.