21 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
"იქნებ კითხვებზე პასუხები მივიღოთ" - გამჭვირვალობის კანონს დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ

გამჭვირვალობის კანონს დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომა პარლამენტში ამ წუთებში იწყება, დეპუტატებს ჯერ პოლიტიკური განცხადებები ექნებათ, რის მერეც, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, კენჭისყრა გაიმართება.

თემაზე ისევ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. ოპოზიცია მმართველ გუნდს ქვეყნის ევროპული გზის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.  

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი არ დასრულდება.

"მუხლობრივ განხილვაში ჩავერთეთ კი არა, სათითაოდ ყველა კითხვაზე გამოაძევეს ოპოზიცია. ეს პროტესტი არ დასრულდება, ეს პროტესტი გაგრძელდება იმიტომ, რომ არ ვაპირებთ საქართველოს ვინმესთვის ჩაბარებას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"გირჩის" ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები არ მიუღია.

"გასაგებია, რომ გავა სესიაზე, განხილვა დაიწყება მეორე მოსმენით. უშუალოდ მოსმენას რაც შეეხება, ერთადერთი მოლოდინი მაქვს, იქნებ კითხვებზე პასუხები მივიღოთ იმიტომ, რომ მესამე შემთხვევაა, ამ პარლამენტში, როცა ვაპირებთ კანონი განხილვის გარეშე მივიღოთ - ეს იყო თავდაცვის კოდექსი, მეორე იყო ტრანსპორტაციის კანონი და ახლა აგენტების, თუ გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გამჭვირვალობის კანონს დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომა პარლამენტში ამ წუთებში იწყება, დეპუტატებს ჯერ პოლიტიკური განცხადებები ექნებათ, რის მერეც, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, კენჭისყრა გაიმართება. თემაზე ისევ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. ოპოზიცია მმართველ გუნდს ქვეყნის ევროპული გზის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი არ დასრულდება. "მუხლობრივ განხილვაში ჩავერთეთ კი არა სათითაოდ ყველა კითხვაზე გამოაძევეს ოპოზიცია. ეს პროტესტი არ დასრულდება, ეს პროტესტი გაგრძელდება იმიტომ, რომ არ ვაპირებთ საქართველოს ვინმესთვის ჩაბარებას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. "გირჩის" ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები არ მიუღია. "გასაგებია, რომ გავა სესიაზე, განხილვა დაიწყება მეორე მოსმენით. უშუალოდ მოსმენას რაც შეეხება, ერთადერთი მოლოდინი მაქვს, იქნებ კითხვებზე პასუხები მივიღოთ იმიტომ, რომ მესამე შემთხვევაა, ამ პარლამენტში, როცა ვაპირებთ კანონი განხილვის გარეშე მივიღოთ - ეს იყო თავდაცვის კოდექსი, მეორე იყო ტრანსპოტაციის კანონი და ახლა აგენტების, თუ გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები