17 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება საქართველოს არც განვითარება და არც ევროკავშირში ღირსეულად ინტეგრაცია - ირაკლი ქადაგიშვილი

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა და "ქართული ოცნების" სახალხო შეკრება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ღირსებით ევროპისკენ, - ეს იყო შეკრების მთავარი გზავნილი. ლიდერებმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ეროვნულ თვითმყოფადობაზე, ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობასა და ევროპულ ფასეულობებზე გააკეთეს აქცენტი.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს სუვერენიტეტის დასაცავად, სახალხო შეკრებამ კი დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ, ფარული მეთოდებით, ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა არავინ არ უნდა სცადოს. 

"დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება საქართველოს არც განვითარება და არც ღირსეულად ევროკავშირში ინტეგრაცია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში არასდროს არ უნდა იყოს ისე, რომ ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა ხდებოდეს ფარული მეთოდებით, წყალქვეშა დინებებით და რევოლუციური მეთოდებით. ეს უნდა იყოს ღია, თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის შემდეგ, ვერ მოახდინა თვით შეცვლა იმ მიმართულებით, რომ ის ყოფილიყო დემოკრატიული პროცესის ნაწილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა გზით ცდილობდა ქვეყანაში რევოლუციური, ხელოვნური პროცესები გამოეწვია, ქვეყანა ეჯანჯღარებინა, ქვეყნის პრესტიჟი მაქსიმალურად შეელახა. რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური და მათ შორის, სამართლებრივი შეფასებაც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები