30 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ლიბიაში ტრიპოლის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად თვითმფრინავები და აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა

თავდასხმა ტრიპოლის აეროპორტზე - დაზიანებულია თვითმფრინავები და აეროპორტის ინფრასტრუქტურა.

ლიბიის ტრანსპორტის მინისტრი მომხდარში ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფ ხალიფა ჰაფტარს ადანაშაულებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აეროპორტიდან ესპანეთის მიმართულებით ავიარეისები მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უნდა განხორციელებულიყო.

ჰაფტარი ტრიპოლის დასაკავებლად ლიბიაში უკვე ერთ წელზე მეტია იბრძვის. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს 2015 წელს შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობა აკონტროლებს.

 

დღის ამბები