30 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
უხანში ახალი კლასტერი გაჩნდა - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უხანში კარანტინის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ კორონავირუსის პირველი ახალი კლასტერი გაჩნდა. ქალაქში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა ინფიცირებული ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეა.

ეს 3 აპრილის შემდეგ ქალაქში "კოვიდ-19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო.

უხანის შემთხვევების ჩათვლით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება სულ 17 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 28 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ შემთხვევებიდან 7 იმპორტირებულია.



დღის ამბები