27 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
დონალდ ტრამპისა და ჟურნალისტების მორიგი დაპირისპირება - აშშ-ს ლიდერი SBC-ის რეპორტიორის კითხვამ გააღიზიანა

დონალდ ტრამპისა და ჟურნალისტების მორიგი დაპირისპირება - შეერთებული შტატების ლიდერი SBC-ის რეპორტიორის კითხვამ გააღიზიანა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არის ტრამპისთვის ტესტების თემა გლობალური კონკურენციის საკითხი, მაშინ როდესაც ამერიკელები ყოველდღიურად იღუპებიან თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს ჩინეთს უნდა ჰკითხონ.

აზიელი წარმოშობის რეპორტიორის კითხვაზე, განემარტა პრეზიდენტს რატომ უპასუხა კონკრეტულად მას ამ ფრაზით - დონალდ ტრამპი გაღიზიანდა და პრესკონფერენცია შეწყვიტა.

მოგვიანებით, შტატების პრეზიდენტი მომხდარს "ტვიტერზე" გამოეხმაურა და მისთვის არასასურველ მედიას ხალხის მტრები უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

დღის ამბები