09 მაისი 2024,   07:45
ვრცლად
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე სპეციალური სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების ტაქტიკური განყოფილებების 14 და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 16 მოსამსახურეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.

სწავლება დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითთა სარდლობის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ინსტრუქტორების ორგანიზებით განხორციელდა. სწავლება მოიცავდა: დანაყოფის საბრძოლო მედიკოსის ტრენინგს, აბორდაჟის პროცედურების ჩატარებას განსხვავებული ხილვადობის პირობებში, ახლო დისტანციაზე ბრძოლის ტაქტიკურ მანევრებს და საცეცხლე მომზადებას. კურსის მონაწილეებს თეორიული საკითხების პრაქტიკაში განხორციელების საშუალებაც ჰქონდათ. სწავლების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  

დღის ამბები