12 სექტემბერი 2026,   11:40
ვრცლად
უნდა ავიცრათ, თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც მეცნიერებს ჯერ არც გამოუგონიათ - მეუფე გერასიმეს, თქმით საკითხზე სინოდი იმსჯელებს  

უნდა აიცრას თუ არა მრევლი და სამღვდელოება კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით, რომელიც მეცნიერებს ჯერ არც გამოუგონიათ - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, წმინდა სინოდი ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს უთხრა, საპატრიარქოში კომისია შეიკრიბება, რომელიც მედიკოსების რეკომენდაციებს გაეცნობა და ეკლესიის პოზიციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

დღის ამბები