18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახლად გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან 6 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. ექვსივე მოზარდია და მათ კლინიკა უკვე დატოვეს. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევაა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 647-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში "COVID-19"-ით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები