ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტროში 55 პაციენტი მკურნალობს, მათგან 45-ს დადასტურებული კორონავირუსი აქვს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ერთი ახალი პაციენტი, გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით, რომლის მდგომარეობა საყურადღებოა.
"ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან.
მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის. მდგომარეობა საყურადღებოა და მიმდინარეობს როგორც გამოკვლევები, ასევე მკურნალობა,“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.