ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 58 პაციენტი განაგრძობს მკურნალობს, მათგან 46 კორონავირუსით არის დაინფიცირებული. საყურადღებოა 6 პირის მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია აქვთ. 7 პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის და მედიკოსების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 პაციენტის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
კლინიკის ექიმ-ინფექციონისტის ხატია ხატიაშვილის განცხადებით, კლინიკა უკვე დატოვა 2-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა,
შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის ბოლოს გამოვლენილი COVID დადებითი პაციენტების გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის 667 ფაქტი ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 383, ხოლო ლეტალურად დასრულდა 12 პაციენტის სიცოცხლე.