06 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ოჯახური ძალადობა დუშეთში - სამართალდამცველებმა დაზე ძალადობისთვის 51 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა მის დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები