06 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
თურქეთში კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევებმა 4 ათასს გადააჭარბა

თურქეთში კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევებმა 4 ათასს გადააჭარბა, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

პრეზიდენტ ერდოღანის ინფორმაციით, 29 მაისიდან თურქეთში მეჩეთების ნაწილი გაიხსნება. 15 ივნისიდან კი, საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს მიიღებენ, ხოლო სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან აღდგება. 

"23,24,25 და 26 მაისს ყველა პროვინციაში სახლებიდან გასვლა აკრძალული იქნება. 15 პროვინციაში ჩასვლა კვლავ აკრძალული იქნება. 24 მაისს 14 საათიდან 20 საათამდე ქუჩაში გასვლას შეძლებენ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლები მუშაობას სექტემბრიდან განაახლებენ," -განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რუსეთი, სადაც კოვიდ ინფექციას 2,600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში შტატები რუსეთს დაეხმარება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს გადასცემს.

სომხეთში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალებულთა რიცხვი 60-მდე, აზერბაიჯანში კი - 39-მდე გაიზარდა.

დღის ამბები