თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა იმართება. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურია, ბრალდებული პროცესს ვიდეოზარის მეშვეობით დაესწრება. პროცესზე დღეს ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტები არიან.
დღევანდელ სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას აღარ აპირებს.
"ჩვენ წინა სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და მივიღეთ უარი. ამ სხდომის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ახალი გარემოება საქმეში არ არსებობს, რის გამოც მოვითხოვთ გათავისუფლებას,"- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.