03 მაისი 2024,   14:28
ვრცლად
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

 

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დონალდ ტრამპი ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ტესტირების სხვა ქვეყნებზე უკეთესად ჩატარებით ხსნის.

ტრამპი მის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს იღებს.  

"კვლევა მეცნიერებმა იმის გამო ჩაატარეს, რომ მას პოლიტიკურად ეწინააღმდეგებიან. კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა ასობით პაციენტმა მიიღო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი "ჰიდროქსიქლოროქინის" მიღების შემთხვევაში 27.8 პროცენტია, იმ პაციენტებში კი, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტი არ მიუღიათ, 11.4 პროცენტი. ეს ყალბი კვლევა იყო, სადაც ისინი მედიკამენტს მძიმედ ავადმყოფ პირებს აძლევდნენ, ისეთ პაციენტებს, რომლებიც სიკვდილს ელოდნენ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები