07 მაისი 2024,   10:40
ვრცლად
ინფიცირების 5 მილიონზე მეტი შემთხვევა და 2 მილიონი გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

ინფიცირების 5 მილიონზე მეტი შემთხვევა და 2 მილიონი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკის უახლესი მონაცემები. გასულ 24 საათში პანდემიის განმავლობაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში მსოფლიოს მასშტაბით ვირუსი 106 000 ადამიანს დაუდგინდა. ყველაზე მზარდი სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ბრაზილიასა და ინდოეთში ფიქსირდება.

მძიმე პაციენტების კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, 5 ივნისამდე გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში. საბერძნეთი კი 15 ივნისიდან ტურისტულ სეზონს ხსნის. ივლისიდან პირდაპირი საერთაშორისო ფრენები განახლდება.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთში COVID ინფექციას 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4 000-ს აჭარბებს თურქეთში. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე, აზერბაიჯანში კი 43-მდე გაიზარდა.

დღის ამბები