27 აპრილი 2024,   21:06
ვრცლად
ტეხასის შტატში თავდამსხმელმა საზღვაო ბაზაზე ცეცხლი გახსნა - FBI ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირზე საუბრობს

აშშ-ში,  ტეხასის შტატში თავდამსხმელმა საზღვაო ბაზაზე ცეცხლი გახსნა. დაშავდა ერთი მეზღვაური, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი მოგვიანებით სამხედროებმა გაანეიტრალეს. ამ ეტაპზე პოლიცია მეორე ეჭვმიტანილს ეძებს.

FBI-ის განცხადებით, თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფებებთან ჰქონდა კავშირი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები