ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 5-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 728-ს შეადგენს. განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა 14-ით და სულ ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 509 ადამიანი.
მარინა ეზუგბაიას თქმით, მიმდინარე პერიოდში კორონავირუსზე სამედიცინო ცენტრებში 207 პაციენტი მკურნალობს.