13 ივლისი 2020,   06:38
ვრცლად
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ინსტალაცია მოეწყო. 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

26 მაისთან დაკავშირებით, ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და კაპელა მინიკონცერტს გამართავს, სადაც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.

დღის ამბები