გიორგი რურუას საქმის განხილვა სასამართლოში დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. საქმეზე გამოიკითხება გამომძიებელი და ექსპერტ-კრიმინალისტი. ადვოკატი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს და ტელეკომპანია "მთავარის" ორ ნახევარ პროცენტიანი წილის მფლობელის დაკავება, პოლიტიკური მოტივებით მოხდა.
"დაიკითხება გამომძიებელი გიგა დარსაველიძე, ეს არის პირი, რომელმაც ჩხრეკისა და დაკავების ყალბი ოქმი შეადგინა. ისევე, როგორც წინა პროცესზე, როდესაც მოხდა ბექა მახარაძის დაკითხვა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, გამოიკვეთება რომ რეალურად პოლიციელები ტყუიან და იძლევიან ცრუ ჩვენებებს, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია ერთმანეთთან,"- აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ნოემბერში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოპოზიცია კი მას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და ხელისუფლებამ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს.