20 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
აშშ-ში ვირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ევროპა "უპრეცედენტო კრიზისის" დასაძლევად ემზადება

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Worldometer ავრცელებს. აშშ ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში ვირუსი 1 600 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

400 00-მდე ინფიცირებულით მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გარდაცვლილთა რიცხვმა 25 000-ს მიაღწია.

კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან, რუსეთი კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, ბოლო მონაცემებით ლეტალურად დასრულდა 8 300-ზე მეტი შემთხვევა.

რაც შეეხება ევროპას, ევროკომისია კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 750 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს „უპრეცედენტო კრიზისის“ დაძლევაში დაეხმარება. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ევროკავშირის თითოეული წევრისთვის გრანტებისა და კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის დასამტკიცებლად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

დღის ამბები