18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვირის ბოლოდან ტრაილერების მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყება

კვირის ბოლოდან ტრაილერების მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყება - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფეისბუქ ლაივის დროს გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ასევე, იგეგმება ფარმაცევტების ტესტირებაც, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირველი ასეთი ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებში მარნეულში ჩატარდა.

"ჩვენ ვტესტავთ ყველა სიმპტომიან ადამიანს, ცხელებიან, პნევმონიიან ადამიანს და ა.შ. ასევე, ჩვენს კოლეგებს, ექიმებს. ამას ახლა ემატება ტრაილერების მძღოლები. სულ ორ დღეში, ალბათ, დაიწყება მათი ტესტირება და ასევე, შემდგომ ეტაპზე შევთანხმდით, რომ გაფართოება გაგრძელდება ფარმაცევტებით. შემდგომში ამას დაემატება კიდევ სხვა ჯგუფები,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები