ოკუპირებულ ცხინვალში "კოვიდ-19-ის" მქონე 8 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა. საერთო ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ცხინვალში კორონავირუსის 39 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს მაჩვენებელი 28-ს შეადგენს ოკუპირებულ აფხაზეთში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 3 ინფიცირებული იმყოფება.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე "კოვიდ-19-ის" 28 შემთხვევა დასტურდება. მათგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.