18 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
"გლადბახმა" საკუთარ მოედანზე "უნიონ ბერლინი" 4-1 დაამარცხა

უხვგოლიანი გამოდგა ბუნდესლიგის 29-ე ტურის დასკვნითი დღე. "გლადბახმა"
საკუთარ მოედანზე "უნიონ ბერლინი" 4-1 დაამარცხა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა "დორტმუნდის ბორუსიამ" კი სტუმრად "პადერბორნი" 6-1 გაანადგურა.

ჯეიდონ სანჩომ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, 20 წლის ინგლისელმა მიმდინარე გათამაშების 26 მატჩში 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 80 გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს "მიუნჰენის ბაიერნი" ლიდერობს მეორე-მესამე ადგილებს კი დორტმუნდი და გლადბახი ინაწილებენ.

დღის ამბები