20 აპრილი 2024,   00:02
ვრცლად
4 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - COVID ინფექციის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 800-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მონაცემი 640 გახდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 - პირი.

საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი გუშინ, პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები