რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სასამართლო იწყება, რომლებსაც თურქული მხარე მკვლელობისთვის ეძებდა. დღეს პროცესი დახურული იქნება.
თურქეთის 9 მოქალაქეს საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის ტარებას ედავებიან. მათ შორის არის ცნობილი კრიმინალი, დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც თურქი სამართალდამცველები წლებია ეძებდნენ. დღეს ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე მათგანმა სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. დაკავებულთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია.
როგორ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და საიდან ჰქონდათ იარაღი ამ საქმეზე 5 დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ხელს ერთმანეთს ადებს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საზღვარი სომხეთის მხრიდან გადმოკვეთა
ადვოკატ მაია ჯულაყიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 2 პირმა გუნაიდინმა და სომნეზმა ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, ინტერესთა კონფლიქტის გამო კი ადვოკატი მათ დაცვას ჩამოშორდა.
"რაც შეეხება იარაღს ჯერჯერობით საქმეში არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის," - განაცხადა მაია ჯულაყიძემ.
იარაღის შესახებ ბრალდებას უარყოფს ადვოკატი თამარ დოხტურაშვილიც, უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საზღვრის კვეთასა და ნარკოტიკულ დანაშაულს ედავებიან.
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება ჩოლაქებს გამოძიება. 3 ძმის უფლებადამცველი ელდარ გვალია გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.