18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში პირი 50 ლარით დაჯარიმდება

პირბადეების ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის მიხედვითაც პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. ჯარიმა კი ფიზიკური პირისთვის 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისთვის კი 500 ლარით განისაზღვრა.

50 ლარით დაჯარიმდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნისთვის მძღოლი და მგზავრი. იგივე ოდენობის ჯარიმაა ტაქსის მძღოლსა და მგზავრზეც.

ამასთან საზღვარგარეთიდან ჩამოსვლისას კარანტინში გადასვლაზე უარი, ან წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკური პირისთვის  2000 ლარიან, ხოლო იურიდიულისთვის  -10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორებითი ქმედებაზე კი  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება.

კანონი დაჩქარებული წესით მომდევნო კვირას განიხილება.

დღის ამბები