66-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ოკუპირებულ ცხინვალში. COVID-19 რუსეთიდან დაბრუნებულ 8 კურსანტს და ერთ ექთანს დაუდგინდა.
ოკუპირებული რეჟიმის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 226 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ COVID-19-ის 36 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 7 პაციენტი მკურნალობს.