02 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
პოლიციამ სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატი 2 პირის დაჭრისთვის დააკავა

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა, მის მოგვარე 40 წლამდე მამაკაცებს გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ადგილობრივ სავადმყოფოში ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები