07 სექტემბერი 2026,   21:43
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება

სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს დღეს დედოფლის წყაროს საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს. გიორგი ჭინჭარაულს მისივე მოგვარე ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, 7 ივნისს მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ის მალევე დააკავეს. ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელე თავს იცავდა.

სასამართლოს პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით უკვე მიმართა.

დღის ამბები