ფოთში რიგით მეორე გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. კოკაიას ხეივანში ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავი მძიმეწონიანი ავტომანქანების მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი დაწესებული ახალი რეგულაციების მოუქნელობას აპროტესტებენ და სხვა სატვირთო ავტომობილებს ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
მძღოლები მოითხოვენ COVID-19 ტესტის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ ყველგან და არა მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ მძღოლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.