07 სექტემბერი 2026,   05:41
ვრცლად
ინფექციიურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

დღეს დადასტურებული 6 ახალი კოვიდ პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათ ცენტრში ახალი შემთხვევებიდან ერთი პაციენტი მკურნალობს. 

მისვე თქმით, ასაკოვან პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება აქვს.

"ჩვენს ცენტრში აღნიშნული 6 პაციენტიდან ერთი მკურნალობს, ის ასაკოვანია და შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სხვა პაციენტებთან შედარებით მძიმეა. მას 4 რისკის ფაქტორი აქვს - არის ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე, შაქრიანი დიაბეტით და პარალელურად აქვს ჰიპერტონული დაავადება. პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია და მძიმე პნევმონია აქვს, "- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები