რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოს 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციანტია, მათგან 10-ს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია, ერთის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ, პირველი შემთხვევა და შემდგომში დღეს, კიდევ 3 დაემატა. წყაროს თქმა ძალიან ძნელია, პირველი ვისაც დაუდასტურდა ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას, უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ქონდა," - განაცხადა ლევან გოფოძემ.