18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ინფექციის წყაროს მიგნება გართულდა, დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს - ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრში საგანგაშო სიგნალზე საუბრობენ. მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და განსაკუთრებით მზარდია იმ პირთა რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა შეუძლებელი ხდება. 

ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ ვირუსის კონტროლი ძალიან რთული ხდება, რადგან მოქალაქეებს დაწესებული რეგულაციების შესრულება უჭირთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ დაფიქსირებულ შემთხვევათა შორის გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ დაავადების გავრცელება შედარებით უკონტროლო ხასიათს იღებს.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ყველა რეგულაციის დაცვა, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა შენარჩუნდეს.

"საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის ჯერ კიდევ ერთეული შემთხვევები რეგისტრირდება, თუმცა ამ შემთხვევათა შორის გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ გართულებულია შემთხვევის ინფექციის წყაროს მიგნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს.

ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმ ზოგადი რეკომენდაციების დაცვა, რაც მოწოდებულია ქვეყნის მოსახლეობისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის," -  აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

დღის ამბები