ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით 3 პაციენტი მოათავსეს, ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
ამ დროისთვის, კლინიკაში 7 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.