25 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - ბრაზილიამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი თითქმის 26 ათას ადამიანს დაუდგინდა. ქვეყნაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 117 ათას უახლოვდება.

მძიმე ვითარებაა სამხრეთ ამერიკაშიც. მხოლოდ ბრაზილიამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

პოლონეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი გახსნა. პოლონეთში შესულ პირებს 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

პეკინის მთავარი საბითუმო ბაზარი კი შიდა გავრცელების შემთხვევების მატების გამო დაიხურა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში აცხადებენ რომ დაყოფილ მსოფლიოში ამ ტიპის ვირუსთან ბრძოლა ძალიან რთულია.

დღის ამბები