თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია. მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში ინფიცირების წყაროები ცნობილი გახდება.
მისივე ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულიდან 2 მედპერსონალია, 5 შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებულია; კიდევ 5 პაციენტი ასევე საკარანტინო სივრციდანაა და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. მისივე თქმით, 1 შემთხვევა საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.