10 სექტემბერი 2026,   12:50
ვრცლად
აქცია ფოთში - მოუწესრიგებელი გზები პერფორმანსით "ქუჩა ჩემი სიამაყეა" გააპროტესტეს

ფოთში, რეკვავას ქუჩაზე პარტია "თავისუფალი საქართვრლოს" წარმომადგენელმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია პერფომანსი მოაწყო ლოზუნგით "ქუჩა ჩემი სიამაყეა".

პერფორმანსით ქალაქში არსებულ მოუწესრიგებელ საავტომობილო გზებს  გამოეხმაურნენ. გოგი წულაიას თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აქციის მონაწილეები ცენტრალურ ქუჩას გადაკეტავენ.

ასევე, დასძინა, რომ აპირებს, საქართველოს მასშტაბით შემოიაროს სხვადასხვა ქალაქი და მსგავსი პერფორმანსებით ხელისუფლება შეარცხვინოს.

დღის ამბები