20 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
გიორგი გაბუნიას მეზობლები ადასტურებენ, რომ ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ

რუსეთის მოქალაქე ბოკოვი თბილისში 4 თვის განმავლობაში ყალბი დოკუმენტაციით ცხოვრობდა. როდის გეგმავდა ის დავალების შესრულებას, უცნობია. გიორგი გაბუნიას რომ უთვალთვალებდნენ, ადასტურებენ ჟურნალისტის მეზობლები.

"დამინახია დაბურული მანქანა რომ იდგა ხოლმე. რომ ვერ იცნობ და დაინახავ. მანქანა უფრო გაბუნიას წასვლა-მოსვლის დროს იდგა ხოლმე და გიორგის მანქანას დაჰყვებოდა. ვიღაცას რომ უთვალთვალებდა, დარწმუნებული ვარ. მაგათთვის არაფერია კაცის მოკვლა, რაღაც საფასურად გააგორებენ,"- უთხრა "კურიერს" გიორგი გაბუნიას მეზობელმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

დღის ამბები