05 სექტემბერი 2026,   12:58
ვრცლად
"მუქარა მათი სტილია... ეს არის პროევროპული პარტია? რომლის ლიდერებიც ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ და, ძალაუფლების არქონის დროსაც კი, საზოგადოებას ემუქრებიან?" - გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განცხადებაზე

მუქარა პირდაპირ ეთერში - ნიკა გვარამიას განცხადება ნინო წილოსანის მიმართ, კიდევ ერთ თვითაღიარებად იქცა. პარტია "ახალის" დამფუძნებელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ემუქრება.

გვარამია წილოსანს ეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, მასზე ზეწოლას მოახდენს. შანტაჟის მცდელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები.

ნია გვარამიას ინტერვიუს ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მუქარა ამ ადამიანების სტილია და ამას არც მალავენ. 

"მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების სტილია და ეს არც დაუმალავთ, სხვათა შორის. აი, ამიტომ არის კითხვის ნიშნები ახლა იმ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ გვარამიას, სააკაშვილს, ბარამიძეს, აი, ასეთ ადამიანებს და მათ პარტიებს როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო, რომლებიც გაცხადებულად, წინასწარვე აანონსებენ იმას, რომ ემუქრებიან საზოგადოებას. აანონსებენ იმას, რომ ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას ჩამოახრჩობენ, დახვრეტენ, მათ შორის ძალადობრივ აქციებზეც ხომ გვახსოვს. არა მარტო აქციებზე, გვარამია ახლაც პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანებს პირდაპირ დაიჭერს. მუქარა მათი სტილია, ზოგადად. ეს არის პროევროპული პარტია? ანუ ის პარტია არის თურმე პროევროპული, ევროპული ღირებულებების მქონე პარტია, რომლის ლიდერები ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ ერთმანეთს და ემუქრებიან საზოგადოებას, ჯერ რომ არაფერი ძალაუფლება არა აქვთ ისე?" - გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები