მასირებული შეტევა უკრაინაზე - რუსეთი ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს ბომბავს. დნეპროპეტროვსკის ოლქზე დარტყმებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 5 ადამიანი. 5 სექტემბერი ქალაქ კამიანსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.
რუსების იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა კიევის ოლქში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში.
საპასუხო შეტევებს ახორციელებს უკრაინაც - დრონებით იერიშები იყო რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე, სადაზვერვო სისტემებსა და საწვავის საწყობებზე. უკრაინელებმა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, იერიში სარადარო სისტემაზეც მიიტანეს.