"მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, შესაძლო შეკვეთილი მკვლელობა ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა. ამის შესახებ "კურიერთან" საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელმა შორენა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
"შეკვეთილი მკვლელობები გავრცელებული მეთოდია ავტოკრატული რეჟიმებისთვის. ბუნებრივია თავისი ინტერესების გასატარებლად და დასაშინებლად. სერიოზული პრობლემაა და ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ამ კუთხით, იმიტომ, რომ ინფორმაციის გაცვლის გარეშე, პარტნიორებთან შეუძლებელია მსგავსი რამ აღმოაჩინო,"- აცხადებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი შორენა ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.