25 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები თითქმის 9 მილიონს აღწევს - ეპიცენტრი კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები თითქმის 9 მილიონს აღწევს. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა რჩება. აშშ-ში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 2, 297 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ბრაზილიაში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციის თითქმის 55 ათასი ფაქტი დაფიქსირდა.

მონაცემები იზრდება ჩინეთშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათან 22 პეკინშია დაფიქსირებული. 

პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ბიუჯეტის თანხის გამოყოფის რაოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის ლიდერები. თავდაპირველად გამოსაყოფი თანხის ოდენობად 750 მილიარდი ევრო დასახელდა, რასაც ლიდერების უმეტესობა არ დაეთანხმა.

დღის ამბები