"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიის წევრებთან ერთად ქუთაისში ადგილობრივებს შეხვდნენ.
პარტიის წევრები ერთ-ერთ კორპუსთან იმყოფებოდნენ, რომელშიც ქუთაისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, შეკეთდა სადარბაზოები და გამოიცვალა საკანალიზაციო მილები, თუმცა პრობლემები როგორც ადგილზე ყვებიან ამის შემდეგ დაიწყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი მილები უხარისხოა და მოხმარებული წყალი სარდაფებში გროვდება.
"ქუთაისს როგორი უმაქნისი ხელისუფლებაც ყავს, ისე ახორციელებენ პროექტებს. მთავარია ფული დახარჯეს და იმის იქით როგორ გააკეთეს და არის თუ არა მოსახლეობა კმაყოფილი, არ აინტერესებს არავის,"-აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუაშანია.
"ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ მოქალაქეს აიძულებენ, თანადაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. წყალი როგორც არ იყო, არ არის. კანალიზაცია ისევ არ ფუნქციონირებს და ურეცხავს ამ კორპუსს ძირს. არ არის გაზი და ნორმალური ცხოვრების პირობები ამ კორპუსში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის," თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.