18 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - გერმანიას 1500-ზე მეტი ადამიანის ინფიცირების გამო შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოუწია

კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში სწრაფად იზრდება. პანდემიის ეპიცენტრში COVID-19-ის 2,5 მილიონი ფაქტია გამოვლენილი. ვირუსი დაუდასტურდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კიდევ ორ წევრს.

ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად მატულობს ბრაზილიაში, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხორცის საწარმოში 1500-ზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოუწია გერმანიას, ჩრდილოეთ რაინ-ვესტ-ფალიის ორ რაიონში კარანტინია გამოცხადებული.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებში გარე საზღვრების გახსნის შემდეგ ამერიკიდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან ვიზიტორების შესვლა აიკრძალოს.

ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები მცირდება ევროპის სხვა ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში იტალიაში 18 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პირველი მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. 4 ივლისიდან შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე გადადის დიდი ბრიტანეთი.

რთული ეპიდსიტუაციაა მეზობელ ქვეყნებში. 5 ათასს გადააჭარბა გარდაცვალების შემთხვევებმა თურქეთში . ლეტალობის მაჩვენებელი გაზრდილია რუსეთშიც, გარდაცვლილთა რიცხვმა გასულ დღე-ღამეში სომხეთში 12-ით, აზერბაიჯანში კი 6-ით მოიმატა.

დღის ამბები